მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კოვიდვაქცინაცია კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში ორ დღეში დაიწყება

კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში, კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის, კაბინეტები უკვე მზად არის. ამის შესახებ, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა, ყვარელში, ევექსის კლინიკაში მოწყობილი აცრის კაბინეტის დათვალიერებისას განაცხადა. შიოშვილის განმარტებით, მოსახლეობის გააქტიურებისა და ვაქცინაციის მასობრივად ჩატარებისათვის, ყველა მუნიციპალიტეტს საკუთარი პუნქტი სჭირდება.

” იცით, რომ დღემდე, მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აცრის პროცესი და ჯერჯერობით,ჩვენთან შემოსული ვაქცინა ბოლომდე ათვისებული არ არის. მსურველები არიან, მაგრამ ყველას არ შეუძლია მივიდეს. ამიტომ გადაწყდა და რვავე მუნიციპალიტეტში კაბინეტები მოწყობილია. გათვალისწინებულია ყველა საჭიროება, ცალკე შესასვლელითა და რეანიმაციულ განყოფილებებთან, რაც შეიძლება ახლოს”- განაცხადა შიოშვილმა.

კორონა ვისრუსის საწინაააღმდეგო ვაქცინაცია კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში ორ დღეში დაიწყება.
მსურველების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, გაფართოებულია აცრის მსურველთა ასაკობრივი ჯგუფებიც.

დღემდე ასტრა ზენეკას წარმოების ვაქცინით, აცრები მხოლოდ თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის ჰოსპიტალებში იყო შესაძლებელი.

ვაქცინაცია კახეთში, 15 მარტს, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში დაიწყო.

პირველი აცრა რეგიონში დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა ჩაიტარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button