კრემენაიას მიმართულებით რუსებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს
გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, კრემენაიას მიმართულებით რუსებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს.
“კრემენაიას მიმართულებით რუსებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს. რამდენიმე დღე ზედიზედ, რაშისტები ჩვენს პოზიციებს უტევდნენ, როგორც კრემენაიას, ისე ბელოგოროვკას მიმართულებით”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
6 თებერვალს ჰაიდაიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეტევები, 15 თებერვლის შემდეგ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს იყოს მოსალოდნელი. მისი თქმით, ხელისუფლება ხედავს, რომ ოკუპანტები ამ მიმართულებით სულ უფრო მეტ რეზერვს აგროვებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში სულ უფრო მეტი აღჭურვილობა ფიქსირდება, რომელსაც რუსები მალავენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 137 780 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 12 თებერვლამდე პერიოდს
უკრაინულმა ძალებმა 11 თებერვალს 900 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახოციელეს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3280
ჯავშანტექნიკა – 6488
საარტილერიო სისტემა – 2287
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 465
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 234
თვითმფრინავი – 296
ვერტმფრენი – 286
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2007
ფრთოსანი რაკეტა – 857
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5148
სპეცტექნიკა – 215
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.