კრემლი საპასუხო სანქციებით იმუქრება
კრემლში არ გამორიცხავენ, რომ საპასუხო ზომებს იმ 7 ქვეყნის მიმართ მიიღებენ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ, – გადმოსცემს РИА Новости რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
„რა თქმა უნდა, შეიძლება მივიღოთ, რაც ბუნებრივია და ნაცვალგების ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ ევროპული საბჭოს მიერ დაწესებულ, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, 7 ქვეყანა შეუერთდა: ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, უკრაინა, ჩერნოგორია და საქართველო.