ქუთაისში უკვე მარკირებაგავლილი ამომრჩეველი ხმის მიცემას ცდილობდა [აუდიო]

ქუთაისში, მე-40 საარჩევნო უბანზე, უკვე მარკირებაგავლილი ამომრჩეველი მივიდა.
როგორც გაირკვა, ამომრჩეველს მარკირება მხოლოდ ამომრჩევლის ბარათის საფუძველზე, N41 საარჩევნო უბანზე გაუკეთეს, თუმცა ამომრჩეველი მოცემულ უბანზე საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა. იმ უბანზე კი, სადაც მას ხმა უნდა მიეცა, აღარ შეუშვას. დარღვევასთან დაკავშირებით, საჩივარი ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრმა დაწერა. მოისმინეთ მისი წარმომადგენლის, არჩილ სოფრომაძის კომენტარი.
არჩილ სოფრომაძე, რადიო თბილისთან საუბარში, სხვა დარღვევებზეც საუბრობს, რასაც ასევე პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.