მნიშვნელოვანისაქართველო

კრემლმა პუტინი-ზელენსკის შეხვედრის წინაპირობა დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხედრის წინაპირობა დაასახელა.

„ნორმანდიული ფორმატის წევრი ქვეყნების ლიდერთა, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით შეხვედრის მომზადება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. ამისთვის კიევმა ჯერ მინსკის შეთანხმების შესრულების მზადყოფნა უნდა გამოხატოს და თვითაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლებთან პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს“, – განაცხადა პესკოვმა გამოცემა Ведомости-სთან ინტერვიუში.

ნორმანდიული ფორმატის შემადგენლობაში უკრაინისა და რუსეთის გარდა საფრანგეთი და გერმანია შედიან. ფორმატის მიზანს უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში არსებული სიტუაციის დარეგულირება წარმოადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button