მნიშვნელოვანისიახლეები

კრიმინალი გაიზარდაო – სტატისტიკა დაკლებულია რა ციფრებს უყურებთ არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ

კრიმინალი გაიზარდაო – სტატისტიკა დაკლებულია, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? – არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით.

შს მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში კრიმინალის ზრდას ეხებოდა, განაცხადა, რომ კონკრეტული ციფრები და სტატისტიკა საწინააღმდეგს აჩვენებს.

მისი თქმით, – 2022 წელს, პირველად მოხდა, რომ საქართველოში მკვლელობის 74 ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც 2012 წლამდე 300-დან 350 მკვლელობის ფაქტი ფიქსირდებოდა.
გომელაურმა ასევე ისაუბრა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და აღნიშნა, რომ საქმე გახსნილია.
„გუშინ ნამდვილად ცუდი შემთხვევა მოხდა. გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი, ეს ერთი პირი ჩვენი დაცვის პოლიციის თანამშრომელია, რომელიც კერძო პირთან დაცვაში მუშაობდა. გამოძიება მიმდინარეობს, დანარჩენზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააკეთებს კომენტარს, წინასწარ არ მინდა კომენტარები გავაკეთო.

რაც შეეხება კრიმინალის გაზრდას, თქვენ ყოველ წელს ამას იძახით, რომ კრიმინალი გაიზარდა. მაგალითად, შარშან, პირველად მოხდა საქართველოში, რომ წელიწადში 74 მკვლელობა მოხდა, როცა 300-330 იყო ზუსტად 2012 წლამდე. ყველაზე დაბალი დაფიქსირდა 2022 წელს – 74 მკვლელობა, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა, როგორც თქვენ გიყვართ – უპრეცედენტოს ახსენებთ ხოლმე ხშირად, ნამდვილად უპრეცედენტოა.

კრიმინალი გაიზარდაო, სტატისტიკა დაკლებულია, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? – ეს უბედურებაა, არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთხრათ ხალხს. ციფრებია, რომელიც ჩვენს საიტზე ღიად დევს და ნახეთ. საიდან მოიტანეთ, რომ გაიზარდა კრიმინალი? მე ციფრებით გელაპარაკებით, თქვენ გინდა 50-იანი წლები დაარქვით და გინდა 90-იანი წლები, მე გელაპარაკებით ციფრებით და ფაქტებით. ფაქტები მომიყვანეთ და დაგეთანხმებით“, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button