კრიმინალიმნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
კრიმინალურ თავდასხმებს მსოფლიოში 2 674 ბავშვი ემსხვერპლა
გაერო-ს გენერალური მდივნის,ანტონიო გუტერეშის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია,რომ მსოფლიოში 2020 წელს სხვადასხვა კონფლიქტში ჯარისკაცებად 8 521 ბავშვი გამოიყენეს. ამ მონაცემების მიხედვით,თავდასხმებს გასულ წელს 2 674 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 748 არასრულწლოვანი კი – დაშავდა.
მსოფლიოში მიმდინარე 21 კონფლიქტში სხვადასხვა დარღვევა ჩაიდინეს ბავშვების წინააღმდეგ. ყველაზე მეტი დარღვევა ჩადენილია სომალიში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ავღანეთში, სირიასა და იემენში.