მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრიპტოვალუტების მფლობელებმა დანაზოგთან კავშირი დაკარგეს

კანადურ ბირჟა Quadriga -ზე კრიპტოვალუტების მფლობელებმა თავიანთ დანაზოგთან კავშირი დაკარგეს – წერს BBC.

ბირჟის დამფუძნებლის, ჯერალდ კოტენის გარდაცვლების გამო, თითქმის 140 მლნ დოლარია ბლოკირებული. კოტენი მოულოდნელად, 30 წლის ასაკში, გასული წლის დეკემბერში, ინდოეთში მოგზაურობისას გარდაიცვალა. ამასთან, ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ანგარიშების დამუშავების უფლება ჰქონდა.

ბირჟაზე 115 ათასი მომხმარებლის 137 მლნ დოლარის კრიპტოვალუტა იყო. კომპანიამ უკვე დაიქირავა სპეცალისტები, რომლებიც ცდილობენ დაშიფრული მონაცემების ნაწილი მაინც აღადგინონ, თუმცა მათ მცდელობას ჯერ შედეგი არ მოუტანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button