24 წლის ფრანგ გოგონას, რომელიც კრის ბრაუნს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, მომღერალმა სასამართლოში უჩივლა.
დაცვის მხარემ სარჩელი პარიზის სასამართლოში შეიტანა. კრის ბრაუნი ბრალმდებელს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი საფრანგეთის პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა. ის მალევე გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება.