ახალი ამბებიმსოფლიოსიახლეები

Covid 19-ის ბოლო სტატისტიკა საქართველოში, აშშ-ში და რუსეთში

22 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1394 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1132 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება მსოფლიოში ვირუსის ყველაზე ფართოდ გავრცელების ქვეყანას – აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 48 693 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, 5 622 540-მდე გაიზარდა, – შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 108 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 175 363-ს მიაღწია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული კოვიდინფექცია რუსეთშია, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 951 897-ს მიაღწია, ქვეყანაში კიდევ 121 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 16 310 -მდე გაიზარდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button