მნიშვნელოვანისპორტი

კრიშტიანუ რონალდომ კოკა-კოლას ანტირეკლამა გაუწია

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთი ქმედებით, კოკა-კოლას ანტირეკლამა გასწია. მან მაგიდაზე მდგარი კოკა-კოლას 2 ბოთლი გვერდზე გადადგა და მისი ადგილი სასმელი წყლით ჩაანაცვლა. „წყალი დალიეთ.“ – განაცხადა მან.

კოკა-კოლა ტურნირის ერთერთი ყველაზე მსხვილი სპონსორია. ფეხბურთელის საქციელს დიდი აჟიოტაჟი მოყვა.

უცხოური მედია წერს, რომ ბოლო დღეებში პოპულარული გაზიანი სასმელი წყლის აქციების ფასი 4 მილიარდი დოლარით დაეცა. ამის ერთერთი მთავარი მიზეზი კი რონალდუს ქმედება გახდა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელთა ლიდერმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირებში 11 გოლი გაიტანა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

კრიშტიანუს, ფრანგმა ვარსკვლავმა, 37 წლის პოლ პოგბამაც მიბაძა. კოკა-კოლა არა, მაგრამ შემტევმა ნახევარმცველმა მაგიდიდან ჰაინეკენის ბოთლი აიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button