სპორტი

კრიშტიანუ რონალდოს იუვენტუსში დარჩენა სურს. კლუბს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

პორტუგალიის ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდომ გადაწყვიტა, რომ კარიერა კვლავ ამ კლუბში გააგრძელოს.

ამის შესახებ რონალდოს აგენტი ჟორჟო მენდეში უკვე ესაუბრა იუვენტუსის ხელმძღვანელობას და განუმარტა, რომ პორუგალიელი ვარსკვლავის სურვილია, აქ 2023 წლის ივნისამდე, ანუ კიდევ 2 წელიწადი დარჩეს. კლუბმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, რადგან რონალდოს პირობებზე დათანხმება არცთუ ისე იოლი საქმეა. ფორვარდს კლუბი ყოველწლიურად 31 მილიონ ევროს უხდის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდში მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილება მათ ძალიან უჭირთ.

შეგახსენებთ, რომ ქრიშტიანო რონალდო “ბებერი ქალბატონის” ღირსებას 2018 წლიდან იცავს. გასულ სეზონზე იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი 29 გოლით გახდა.

ცნობისთვის, რონალდოს მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსში, 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button