მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

კრისტიან დანიელსონი ისევ საქართველოშია

შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღო.

„არსებობს გადაუდებელი საჭიროება, რომ პროგრესი მიღწეული იქნას ორ ყველაზე უფრო სადავო – პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და მომავალი არჩევნების საკითხებში.საქართველოს პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა გააცნობიერონ გაჭიანურებული კრიზისის მოსალოდნელი შედეგები, როგორც თავიანთი მოქალაქეების, ისე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობისთვის. აუცილებელია, რომ ყველა მოთამაშე სრულად იყოს ჩართული მედიაციის პროცესში, რომელიც მომავალ კვირაში განახლდება,“-წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა 12 მარტიდან საქართველოს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად.

პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button