ყვარელში მოპარული 27 ძროხა იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოპარული 27 ძროხა სამართალდამცავებმა იპოვეს და ოჯახს დაუბრუნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პირუტყვის კვალი სოფელთან სიახლოვეს მდებარე ტყეში აღმოაჩინეს.

პოლიციას არავინ დაუკავებია. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ძროხები ელიოზიშვილების კუთვნილი ფერმიდან 6 ივნისს, გვიან ღამით მოიპარეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button