მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

კრისტიან დანიელსონმა შეხვედრები დილიდან განაახლა

ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს დილიდან პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრები განაახლა.

პირველ შეხვედრას დანიელსონი საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მართავს. ამის შემდეგ ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ევროპელი დიპლომატი დღესვე დაიწყებს შეხვედრებს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა.
გუშინ, 28 მარტს კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია პოლიტპატიმრების – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. „ქართული ოცნება“ ამ მოთხოვნების შესურლებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button