კრისტიან დენიელსონი თბილისში ერთი დღით კიდევ დარჩა
ევროპელმა დიპლომატმა, კრისტიან დენიელსონმა ერთი დღით გადადო თბილისიდან გამგზავრება იმისათვის, რომ “გაგრძელდეს დისკუსიები და მხარეებს გამოსავლის მოძებნაში” დაეხმაროს. ამის შესახებ მან პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე, რომ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. პროცესში ყველა მხარე ძალიან კარგად მუშაობდა. ხვალაც გავარძელებთ მუშაობას და ეს ყველაფერი მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები შეძლებენ, პარტიები შეძლებენ უფრო დაახლოებას, ზუსტად იმისთვის ვმუშაობთ და ხვალაც გაგრძელდება ამ საკითხზე მუშაობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, შემეძლება, ხვალ გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით და ამას მეტი დროს სჭირდება“, – განაცხადა დანიელსონმა.
დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ დღეს მხარეები გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივლენ.
დანიელსონი თბილისში 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. იმავე დღეს შეხვდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.