მსოფლიოსიახლეები

“კრიტიკის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ დაღუპულთა რაოდენობა გაზარდა”

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შეცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აქამდე ცნობილი იყო უხანის პროვინციაში 2 579 გარდაცვლილის შესახებ. ახალი ინფორმაციით კი, მათ კიდევ 1 290 შემთხვევა დაემატა, რის შედეგადაც პროვინციაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი თითქმის 50%-ით, 3 869-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა საავადმყოფოების გარეთ გარდაცვალების შემთხვევებისა და კერძო კლინიკებში დაღუპულთა ინფორმაციის დამატებამ, ასევე ზოგიერთი მონაცემის შეფერხებით მიწოდებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთის მიერ გავრცელებულ მონაცემებს ეჭვით არაერთი ექსპერტი უყურებდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს ინფორმაციის დამალვაში არაერთხელ დასდო ბრალი. პეკინის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციაზე საუბრობენ ბრიტანეთის ხელისუფლებაში. საკითხს გუშინ ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ბევრი შეკითხვა არსებობს.

worldmeters.info-ს მონაცემებით, ამ წუთისთვის, ჩინეთში 82 692 ინფიცირებულია. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით 4 632 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც აღვნიშნეთ, 1 290 ახალი შემთხვევაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button