კუბა ჩეხეთის ვალს რომით დაფარავს

ჩეხეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კუბა ცივი ომის პერიოდში ჩეხეთისგან აღებულ ვალს, რომელიც 276 მილიონ დოლარს შეადგენს, კუბური რომით დაფარავს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ჩეხეთის ფინანსთან სამინისტროს მეთაურის, მიხალ ზურივეცის ინფორმაციით, ქვეყანას შესაბამისი წინადადებით კუბის ხელისუფლებამ მიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩეხური მხარე აღნიშნულ შეთავაზებას დასთანხმდება, მაშინ ქვეყანა კუბურ რომს 100 წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებს.

თავის მხრივ ზუროვეცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეხეთი კუბისგან ვალის ნაწილის დაბრუნებას ნაღდი ფულით მაინც მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ჩრდილოეთ კორეა ჩეხეთის ვალის დაფარვას 20 ტონა ჟენშენით აპირებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button