კუბელმა მუსიკოსებმა თეთრ სახლში იმღერეს

50 წლის პაუზის შემდეგ პირველად, კუბურმა ანსამბლმა – Buena Vista Social Club აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში იმღერა, – წერს ბრიტანული The Guardian.
ანსამბლის გამოსვლა ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნების კულტური მემკვიდრეობის საერო თვეს მიეძღვნა.
“მოხარული ვარ, რომ აქ ხართ. 1998 წელს, Buena Vista Social Club-ზე დოკუმენტური ფილმი გამოვიდა და მაშინ CD შევიძინე”, – განაცხადა აშში-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ.
შეგახსენეთ, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისს, ნახევარი საუკუნის პაუზის შემდეგ, კუბამ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. 20 ივლისს, აშშ-ში კუბის საელჩო გაიხსნა, ხოლო 14 აგვისტოს – აშშ-ის საელჩო კუბაში.