კურდღელაურის სასაფლაოზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

30 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში.

ის სოფლის სასაფლაოზე ნახეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა სოფელში მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ.

დაღუპულის თანასოფლელები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე მამაკაცს კონფლიქტი ნათესავებთან მოუვიდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

მსგავსი პოსტები

Back to top button