მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კულტურის მინისტრმა სააკშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა

კახეთში მყოფმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის , მიხელ სააკშვილის შიმშილობაზე და კლინიკაში გადაყვანაზე კომენტარი გააკეთა.

“ნომერ 18- ე დაწესებულება, სამკურნალობა დაწესებულებაა, იქ არის ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრის მზრუნველობა განხორციელდეს მაღალი სტანდარტებით და მოხდეს მასზე დაკვირვება, თუ კი მოცემული პატიმარი მართლაც შიმშილობს, მოშიმშილე პატიმარს ჰქონდეს ერთი მხრივ მზრუნველობა, მაგრამ დაკვირვება ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მოხდეს მდგომარეობის შეფასება და გადაფასება, ამიტომაც მე – 18 დაწესებულება ვფიქრობ, რომ იმდენად რამდენად შეიძლება ეს არაპროფესიონალმა შეაფასოს, არის მისაღები მით უფრო რომ ამავე აზრის არის სამედიცინო სპექტრის უმრავლესობა. მთავარი მაინც არის ის, რომ გაირკვევს რას ნიშნავს ამ შემთხვევაში შიმშილობა, იმიტომ რომ იუსტიციის მინისტრობისას მრავალნაირი შიმშილიბა მინახავს მშრალიც, სხვაგვარიც შიმშილობა , ასევე სხვა პროტესტის ფორმებით და რეალობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.

ყველანაირი ამ ტიპის პროტესტი დავმარცხდი და გაბრაზებული ხარ , სასოწარკვეთილი იგონებ რაღაცებს რომ როგორმე არიო ქვეყანა, არის უკვე ყალვგასული. ყველას გვაქვს მოვეზრებული . მე არ მგონია ქვეყანაში არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელიც მისმენს და იფიქრებს, რომ მიხარია ეს და არ მომბეზრდა, ყველას მოგვბეზრდით. დაველოდოთ 2024 წლის არჩევნებს, თუ გაიმარჯვებთ აგერ ხარ თქვენც და აგერ არის ხელისუფლების სადავეები. მანამდე ქვეყანას მართავს “ქართული ოცნება” და ერთის გარდა ყვეგან ქართული ოცნების მერია .

ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც დავიწყეთ და იმ პასუხისმგებლობევის ტარებას, რომელიც ამომრჩეველმა რამდენიმე წლის წინ დაგვაკისრა, ამიტომ რაც ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ძველმოდურ ქცევებს, დღეს ეს 2003 წელი არ არის, ძალიან ბევრი წელი გავიდა ვარდების ჰაერში ფრიალის შემდეგ. არის ის წელი, რომელიც არის და მოვიქცეთ 2021 წლის შესაბამისად და დაველოდოთ მომდევნო ციკლს საპარლამენტო არჩევნებს,- განაცხადა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა დღეს ყვარელში, დოლოჭოპის ტაძარი დაათვალიერა და სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button