მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კულტურის სამინისტრო კონკურს “ლიტერას” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

კულტურის სამინისტრო კონკურს “ლიტერას” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მათი მტკიცებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კონკურსში არ ერევა და “ლიტერასთან” მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი არის სამინისტროს წარმომადგენელი.

“კონკურსს “ლიტერა” სრულად აორგანიზებს და ატარებს მწერალთა სახლი. სხვა წარმომადგენლებს დამოუკიდებლად ასახელებს მწერალთა სახლი. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას მწერალთა სახლი ასევე დამოუკიდებლად განკარგავს,” – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მსგავსი პოსტები

Back to top button