კულტურის სამინისტრო პროექტებს თავად აღარ დააფინანსებს

2019 წლიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კულტურულ პროექტებს თავად აღარ დააფინანსებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა საქართველოში კულტურის სფეროს განვითარებაში, ევროკავშირის წვლილზე საუბრისას განაცხადა. მისი განცხადებით, ამ ფუნქციას კულტურის ხელშეწყობის ფონდი შეასრულებს. ასევე, ყველა რეგიონს დაევალა კულტურის სამოქმედო გეგმის დამტკიცება, მუშაობა დაიწყო შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებასა და სახელოვნებო განათლების კომპონენტზე.
2016 წელს კულტურის სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, საქართველო ევროკავშირის პროგრამა ,,შემოქმედებითი ევროპის” წევრი გახდა. პროგრამის კოორდინატორმა საქართველოში ქეთევან შენგელიამ, ევროპაში განხორციელებული 10 პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
8 დეკემბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კულტურის სტრატეგიის განხორციელების ერთ წლიანი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მოისმინეთ ლევან ხარატიშვილის და ქეთევან შენგელიას კომენტარები.