მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მხოლოდ სერთიფიცირებული ოსტატები იმუშავებენ

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ოსტატთა რეესტრისთვის, განაცხადების მიღებას იწყებს. მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოსტატთა რეესტრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციისთვის პროფესიონალი კადრების მობილიზებისა და გადამზადებისთვის იქმნება.

წულუკიანის განმარტებით, ოსტატები გასაუბრებას გაივლიან,საჭიორების შემთხვევაში მოხდება მათი გადამზადება, რასაც სამინისტრო დააფინასნებს.

“1 წლის თავზე ჩვენ ვიტყვით რომ ეს ადამიანები მზად არიან სერტიფიცირებითვის, მიიღებენ სერტიფიკატს და 2022 წლის 1 მაისიდან ვერც ერთი ოსტატი სერტიფიკატის გარეშე ვერ იმუშავებს კონსერვაცია-რესტავრაციაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. მათ მოუწევთ გამოაგზავნონ ბიოგრაფია, მიუთითონ რა სამუშაო აქვთ შესრულებული, სად უმუშავიათ, გასაუბრების შემთხვევაში დაჭირდებათ თან იქონიონ თავისი ნამუშევრების ფოტო და ვიდეო მასალა.
კანდიდატებს უნდა ახასიათებდეთ განსაკუთრებული მოკრძალება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი. ესენი ვერ იქნებიან უბრალოდ ხელოვნები, ესენი უნდა იყვნენ ადმაიანები, ვინც ხვდება, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობა არის ღვაწლის ტოლფასი და საპატიო სამუშაო. სანაცვლოდ ჩვენ შევუქმნით ღირსეულ პირობებს” – განაცხადა თეა წულუკიანმა

ოსტატთა რეესტრისთვის კულტურის სამინისტრო განაცხადებს 15 ივნისამდე მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button