მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“უკრაინაში შეჭრით პუტინმა იმის საპირისპირო მიიღო, რაც სურდა”-შოლცი

“უკრაინაში შეჭრით პუტინმა იმის საპირისპირო მიიღო, რაც სურდა” – გერმანიის კანცლერმა უკრაინის საკითხზე გერმანულ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში რუსულ ძალებს მიესალმებოდნენ.

”ფაქტობრივად, მთელი უკრაინა ერთად დადგა”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, პუტინის ქმედებებმა ასევე გამოიწვია ის, რომ ნატო-მ გააძლიერა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა.

შოლცი ამბობს, რომ უკრაინელები ერთიანები არიან. გერმანიის პირველი პირი აცხადებს იმასაც, რომ გერმანია რუსეთისგან პოტენციური თავდასხმისგან დასაცავად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენას განიხილავს.

“უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით რუსეთის პრეზიდენტმა მიაღწია ზუსტად იმის საპირისპიროს, რაც სურდა. ის ფიქრობდა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწაზე რუსულ ძალებს მიესალმებოდნენ. ფაქტობრივად, მთელი უკრაინა ერთად დადგა,” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ამასთან “ზელენსკი მსახიობია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ” – ასე დაახასიათა უკრაინის პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვიქტორ ორბანმა ზელენსკის შესახებ უნგრულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“მე იურისტი ვარ და ვმუშაობ იმ ცოდნით, რომელიც დაგროვილი მაქვს სამართლის სფეროში. ის, ვინც მსახიობია, მსახიობად მიღებული ცოდნით მუშაობს,” – აცხადებს უნგრეთის პრემიერი.

ორბანი რუსეთიდან საწვავისა და გაზის იმპორტის შეწყვეტის წინააღმდეგია. უნგრეთის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ მოუწოდა გადაეწყვიტა თუ ვისკენ იყო ის.

მსგავსი პოსტები

Back to top button