მნიშვნელოვანისიახლეები

კუპატაძე „კრიმპოლიდან“ დაცვის პოლიციაში, სირაძე პოლიციის დეპარტამენტში – საკადრო ცვლილებები შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა – სამინისტროს პრესცენტრი ვაჟა სირაძეზე ინფორმაციას ადასტურებს და სხვა საკადრო ცვლილებებსაც ასახელებს.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე მიუთითეს, რომ ვაჟა სირაძე, – რომელიც ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის მიერ არის სანქცირებული, – აღარ იკავებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს.
აღნიშნული დეპარტამენტის გარდა, უწყებაში 10 საკადრო ცვლილება განხორციელდა:

შსს-ის განცხადების თანახმად, საკადრო ცვლილებები ასე გამოიყურება:

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის („კრიმპოლის“) დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დანიშნეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ; დაცვის პოლიცია შსს-ის სსიპ-ია;
“კრიმპოლის” დირექტორად დაინიშნა კუპატაძის მოადგილე დავით კიკნაძე;
ვაჟა სირაძე, რომელიც 2019 წლიდან საპატრულო პოლიციის უფროსი იყო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა;
სირაძის ნაცვლად საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტს დაიკავებს ლევან მაისურაძე, – რომელიც აქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო;
სირაძემ ჩაანაცვლა ლაშა გოგნიაშვილი – თავად გოგნიაშვილი კი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.
ლაშა გოგნიაშვილი 5 აპრილს დანიშნეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად – მან თანამდებობაზე ერთ თვეზე ოდნავ მეტი დაჰყო. მანამდე ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

ამასთან, ცვლილებებია შსს-ის რეგიონული ხელმძღვანელების შემადგენლობაშიც. კერძოდ:

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე გადაიყვანეს მცხეთა-მთიანეთში;
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები „სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება“.

ვაჟა სირაძე ლევან მაისურაძემ შეცვალა

ვაჟა სირაძე რომელიც ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის მიერ არის სანქცირებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button