მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კურსკის ოლქში რუსეთის საბრძოლო მასალის ორი საწყობი გავანადგურეთ-„თავისუფალი რუსეთის“ წევრები

„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის მოხალისეებმა უკრაინის საზღვართან მდებარე კურსკის ოლქის სოფელ ტიოტკინეში რუსული ძალების საბრძოლო მასალის ორი საწყობი გაანადგურეს – ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ლეგიონი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

სანამ პუტინის არმია ანგრევს სახლებს, ლეგიონის არტილერისტებმა დელიკატურად გაანადგურეს პუტინის ჯარების 2 საბრძოლო საცავი ტეტკინოში – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტეტკინოს რაიონში საზღვრის გარღვევის მცდელობა დაადასტურა კურსკის ოლქის გუბერნატორმა, თუმცა ის ამტკიცებს, რომ რუსეთის FSB-მ და შეიარაღებული ძალების სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა ლეგიონს არ მისცეს ამის უფლება.
შეგახსენებთ, განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის უწყებამაც, რომლის მტკიცებით, უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრას შეეცადნენ, მაგრამ მათი ქმედება რუსეთის ძალოვანმა უწყებებმა შეაჩერეს.

უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრას შეეცადნენ, მაგრამ მათი ქმედება რუსეთის ძალოვანმა უწყებებმა შეაჩერეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროებმა აღკვეთეს მტრის მცდელობა, შეეღწიათ ბელგოროდის ოლქის სოფელ სპოდარიუშინოს ტერიტორიაზე.

„საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა 195-მდე სამხედრო მოსამსახურე, ხუთი ტანკი, ოთხი ჯავშანტექნიკა, სამი თვითმავალი ნაღმების გამწმენდი რეაქტიული სისტემა და სამი საინჟინრო გამწმენდი მანქანა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, უკრაინელი დივერსანტები ასევე შეეცადნენ კურსკის ოლქის ტეტკინოს დასახლების ტერიტორიაზე შეჭრას.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად ბელგოროდის ოლქში, ჩატარებული ოპერაციების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button