კურტ კობეინის ქალიშვილი მალულად გათხოვდა [Video]
კურტ კობეინისა და კორტნი ლავის ერთადერთი ქალიშვილი გათხოვდა.
23 წლის ფრენსის ბინ კობეინი ცოლად მუსიკოს ისაია სილვას გაჰყვა, რომელსაც 2010 წლიდან ხვდებოდა. ქორწინების ცერემონიამ ლოს-ანჯელესში, ვიწრო წრეში ჩაიარა და მას პატარძლის დედა არ დასწრებია. როგორც დასავლეთის მედია აღნიშნავს, კორტნი ლავი მილანში იმყოფება და შვილის გაბედნიერების ამბავი ტელეფონით შეიტყო.
შეგახსენებთ, რომ როკ-ჯგუფ Nirvana-ს ლიდერმა – კურტ კობეინმა, 1994 წელს, საკუთარ სახლში თავი მოიკლა.