სპორტ-ნიუსისპორტი

კვარაცხელია ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულთა ხუთეულში მოხვდა

გერმანულმა ტრანსფერმარკეტმა ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა,სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 16 მილიონი ევროა.

რუსულმა გამოცემა sportsdaily-მ კი პრემიერლიგაში მოთამაშე 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი დაასახელა.

ხვიჩას მსგავსად 16 მილიონ ევროდ შეფასდნენ: მატვეი საფანოვი,კლაუდინიო და დუგლას სანტონსი.

ჩამონათვალის სათავეში ბრაზილიელი მალკომია,რომელიც 22 მილიონ ევროდ შეფასდა.

საუკეთესოთა შორის ყველაზე მეტი ფეხბურთელი სანკტ- პეტერბურგის ზენიტიდანაა

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლით და 2 ასისტით გამოირჩა

18 ტურის შემდეგ ყაზანის რუნინს 22 ქულა აქვს და მეათე პოზიციას იკავებს.

28 თებერვალს რუბინი მორიგ შეხვედრას ლიგის ლიდერ ზენიტთან გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button