კვება და სისუფთავე – საბავშვო ბაღების ყველაზე დიდი პრობლემა

საბავშვო ბაღებში ყველაზე მნიშვნელოვანი კვებასა და სისუფთავესთან დაკავშირებული პრობლემაა.

ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. კვევაში მონაწილე რესპოდენტების 17% მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღებში პირველ რიგში კვების საკითხი უნდა მოაგვაროს. 16% კი სისუფთავესთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას ითხოვს.

რესპოდენტების 14% მიიჩნევს, რომ მოსაგვარებელია საბავშვო ბაღების შენობების საკითხი. 9%-ს არ აკმაყოფილებს ბაღებში სწავლების ხარისხი, ჯგუფებშვი ბავშვების რაოდენობით არის უკმაყოფილო 6%, ხოლო 5%-ს არ მოსწონს ეზოები და სათამაშო მოედნები.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან -10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button