მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კვების ობიექტები რეგულაციების დარღვევისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდებიან

კვების ობიექტებს სადაც ქორწილი, ქელეხი, იუბილე და მსგავსი ღონისძიებები გაიმართება ფინანსური სანქცია – 10 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრებათ, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადეს.

მთავრობის დადგენილებით მგავსი ღონისძიებების გამართვა აკრძალულია.

ხვალიდან პირბადის ტარება საჯარო სივრცეში ისევ სავალდებულო გახდა, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება.

შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 146 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button