მნიშვნელოვანისიახლეები

კვერცხის შეძენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და კვერცხის შეძენასთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს.

,,სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლს ააქტიურებს. განსაკუთრებული ყურადღება კვერცხის უვნებლობასა და ვარგისიანობას ექცევა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ საწარმოებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. ადგილობრივი მეფრინველეობის ფერმებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა წარმოების პროცესი. 
100% კრიტიკული შეუსაბამობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. სარეალიზაციო ქსელში ასევე მოწმდება თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

სახელმწიფო კონტროლი 70-ზე მეტ ობიექტში განხორციელდა და შენახვის პირობების დარღვევის ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს განაგრძობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს – ყურადღებით გაეცანით ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

დარღვევებთან დაკავშირებით შეტყობინების დატოვება, ცხელ ხაზზეა შესაძლებელი ნომერზე 15-01

ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო


მსგავსი პოსტები

Back to top button