მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კვირაში 7 რეისის ნაცვლად 14 ფერნა-მოსკოვი-თბილისი ფრენების სიხშირეს ზრდის

პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს რუსი მოსახლეობის ევროპაში გასვლას-დეგნანი

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ და ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ გაზარდეს მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენის სიხშირე.

„აზიმუტმა“ ფრენების რაოდენობა გააორმაგა – ამიერიდან ავიაკომპანია კვირაში 7 რეისის ნაცვლად 14-ს განახორციელებს. კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დამატებითი რეისები 5 ივლისიდან იფრენს.

„ჯორჯიან ეარვეისმა“, რომელიც მაისიდან ყოველდღიურ ფრენებს ასრულებს რუსეთში კვირაში სამი რეისი დაამატა. ოფიციალურად ავიაკომპანიას ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა საიტზე უკვე შესაძლებელია ამ რეისებზე ბილეთების შეძენა. ახალი ფრენები ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას დაემატება.ამგვარად, მოსკოვსა და თბილისს შორის კვირაში 24 რეისი შესრულდება.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 2 ივლისს კომენტარი გააკეთა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ. მისი თქმით, პირდაპირი ფრენები საშუალებას აძლევს რუსებს, რომ საქართველოს გავლით ევროპაში მოხვდნენ. კელი დეგნანის თქმით, ევროპის გადაწყვეტილება, რუსეთისთვის კარი ჩაეკეტა, არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. „პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ იგი საშუალებას აძლევს არა მხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში“ – თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს რუსი მოსახლეობის ევროპაში გასვლას – განაცხადა კელი დეგნანმა და დასძინა: „სწორედ ამიტომ არის ფრენების აღდგენა ასეთი შემაშფოთებელი.“

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე 1 ივლისს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ მთელი რიგი აკრძალვები შეეხო. სანქციების სია 14 პუნქტისგან შედგება.

ჩვენ ვალდედბულები ვართ შევასრულოთ ის გადაწყვეტილებები რასაც მთავრობა იღებს-გაიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button