მიწისძვრა სოფელ დიკლოში

საქართველოში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ დიკლოში იყო.
როგორც სეისმოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, ბიძგები ომალოსთან ახლოს დაფიქსირდა. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.