მნიშვნელოვანი

„კვირის ბოლოს იგეგმება ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრა“ – ანი მიროტაძე

„ეროვნული ფორუმის“ წევრის, ანი მიროტაძის ინფორმაციით, კვირის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი დახურულ შეხვედრას გამართავს საპარლამენტო უმრავლესობისა და საკრებულოს წევრებთან ,,ქართული ოცნებიდან“. ამის შესახებ ანი მიროტაძემ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა. მიროტაძის თქმით, განხეთქილება ,,ქართულ ოცნებაში“ შეუქცევად პროცესად იქცა და ბიძინა ივანიშვილი სიტუაციის განმუხტვას შეეცდება.

ანი მიროტაძის შეფასებით, პარტიაში ერთი მხრივ, ბრძოლა მიდის გავლენების გადანაწილებისთვის, მეორე მხრივ კი, შესაძლოა ახლო მომავალში ბიზნეს ინტერესებისთვის ბრძოლაც გამოიკვეთოს. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ანი მიროტაძის თქმით, ე.წ. ,,ძველების“ და ,,ახლების“ გუნდებში ამ შემთხვევაშიც აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა საბოლოოდ, მაინც ბიძინა ივანიშვილის რჩეული დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატად.

,,საპრეზიდენტო კანდიდატზე ტყუიალად ნუ ინერვიულებენ, რადგან მაინც ბიძინა ივანიშვილის რჩეული დასახელდება. რაც შეეხება ახლა მიმდინარე პროცესებს, ბიძინა ივანიშვილი დაკვირვების პროცესშია. როგორც ჩანს, რომელი დაჯგუფებაც უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ის იქნება უფრო გავლენიანი 2020 წლისთვის“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

მოისმინეთ ანი მიროტაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button