კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი
ბოლო ორი დღის განმავლობაში შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში 21 გამოძახება შევიდა სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ.
ამ დროისთვის, ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა უცვლელია. გარდაცვლილია – 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი.
გმირთა მოედანზე, ზოოპარკსა და მზიურის პარკში კი გაწმენდითი სამუშაოები განახლდება.
“თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ძირითადი გაწმენდითი სამუშაოების დასრულებას კიდევ ერთი კვირა დასჭირდება.
ფოტო არქივიდან