მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

კვლევის პირველ სამეულს ვოლსკი, დოლიძე და ჯაფარიძე იკავებენ

ბრიტანული კომპანიის Survation-ის მიერ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, დიდუბე-ჩუღურეთი ოლქში, პირველ ადგილს ქართული ოცნება იკავებს.

კვლევით მიხედვით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 55%-ით ქართული ოცნების კანდიდატი გია ვოლსკი ლიდერობს. მას მოსდევს ანა დოლიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 18%, ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) – 15%, ლევან სამუშია (ლელო) – 3%, დიმიტრი ლორთქიფანიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 3%, გედევან ფოფხაძე – (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) – 3% და არჩილ ბერიძე (პატრიოტთა ალიანსი) – 2%. სხვა კანდიდატს ირჩევს გამოკითხულთა 1%;

რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, ქართულ ოცნებას დიდუბე-ჩუღურეთში გამოკითხულთა 60% ასახელებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 10%, გირჩს – 7%, პატრიოტთა ალიანსს – 5%, ლელოს – 4%, ლეიბორისტულ პარტიას – 4%, სტრატეგია აღმაშენებელს – 4%, ერთიან საქართველოს – 3%, ევროპულ საქართველოს – 2%, სხვა პარტიას – 1%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილება +- 6%-ია.

რუსთავი 2-ის ცნობით, Survation კვლევისას ითვლის მხოლოდ იმ რესპონდენტების პასუხებს, რომლებიც ნამდვილად მიდიან არჩევნებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button