გამოძიების ინფორმაციით, კახეთში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს.
უწყებაში განაცხადეს, რომ მაჯით მამედოვს სასიკვდილო ჭრილობები დანით თანასოფლელმა მიაყენა. ადგილობრივების თქმით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა.
გვამი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.