LAG-ის მუშაობის ორწლიანი შედეგები და სამომავლო გეგმები

სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში – ხვალ 21 დეკემბერს, 15:00 საათზე, ლაგოდეხში, ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი [LAG] მუშაობის ორწლიან შედეგებს შეაჯამებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

როგორც სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ფერმერებს, მცირე ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, კომერციული თუ არაკომერციული ორგანიზაციების, ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს.

“სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში” – პროექტი სოფლის განვითარების საპილოტე ვერსიაა, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება ქეას მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს აღმავალი, საზოგადოებაზე ორიენტირებული სოფლის განვითარების მიდგომა, რომელიც მხარს დაუჭერს სოციალურ – ეკონომიკურ განვითარებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

პროექტი 2019 წელს დასრულდება

მსგავსი პოსტები

Back to top button