მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ლაგოდეხელები “სოკარ ჯორჯიას” მრიცხველის მონაცემების ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებენ

“სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტები ლაგოდეხში ბუნებრივი აირის მომატებულ გადასახადს აპროტესტებენ

ადგილობრივები რადიო ჰერეთთან ამბობენ, რომ “სოკარ ჯორჯია გაზმა” დეკემბრის თვის გადასახადში ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები ჩაწერა,რის გამოც მოსახლეობა მთავრობის მიერ ანტიკრიზისული პროგრამის გარგლებში დაწესებულ სუბსიდიით ვერ სარგებლობს და იძულებულია დარიცხული თანხა სრულად გადაიხადოს.

რადიო ჰერეთი, “სოკარ ჯორჯია გაზის” აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის ლაგოდეხის სერვისცენტრს დაუკავშირდა. სერვისცენტრის მენეჯერი, ზურაბ ხელაშვილი წამკითხველების მხრიდან ციფრების ხელოვნურად ზრდას კატეგორიულად გამორიცხავს.

მოვისმინოთ ლაგოდეხელების და “სოკარ ჯორჯია გაზის” აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის ლაგოდეხის სერვისცენტრის მენეჯერის ზურაბ ხელაშვილის ხმები

მსგავსი პოსტები

Back to top button