რეგიონი
		
	
	
ლაგოდეხელი ახალგაზრდები ლატვიაში
 
						გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხელი ახალგაზრდების ჯგუფმა ლატვიაში იმოგზაურა.
კულტურათაშორისი დიალოგის ფორმატის პროექტში 9 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ახალგაზრებმა პროგრამის მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნეს ქართული კულტურა, ისტორია, ტრადიციები, სამზარეულო და წეს-ჩვეულებები.
პროექტის ორგანიზატორი საქართველოს მხრიდან არასამთავრობო როგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების ასოციაციაა”, ხოლო ლატვიის მხრიდან ლატვიის ვილიანის მუნიციპალიტეტი.
პროექტში მონაწილეობდნენ ასევე პოლონეთიდან და ბელორუსიიდან. როექტის ფინანსური მხადარმჭერი ევროკომისიაა.
პროექტის მიზნებზე მოუსმინეთ ა/ო “სამოქალაქო განვითარების ასოციაციის” ხელმძღვანელის, გიორგი ბოკერიას ხმას ►

 
				 
 



