რეგიონი

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოს” წევრი აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოს” წევრი პოეტი შოთა წურწუმია აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა.

კენჭისყრაში 15 დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და პარტია „საქართველოს” წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილი იყო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ქართული ოცნების” წევრებს, თუმცა ისინი დარბაზში იმყოფებოდნენ და კოლეგებს სხდომის გადადებისკენ რამდენიმეჯერ მოუწოდეს. მოწოდებებს მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

რადიო თბილისის რეგიონული კორესპოდენტი სამეგრელოში თეა შონიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button