ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხი და საგარეჯო ISFED-ის ანგარიშში – პარტიული ინსტრუქციები და ზეწოლა

4 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც რეგიონებიც მოხვდნენ, მათ შორის კახეთის ორი მუციპალიტეტი ლაგოდეხი და საგარეჯო.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ “სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა ლაგოდეხში. მათ შორის, აღსანიშნავია, 8 ივლისს, სამუშაო საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შეკრება „ქართული ოცნების” ოფისში, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პარტიული ინსტრუქციის მისაღებად,თუ როგორ უნდა იმუშაონ, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, „ქართული ოცნების” სასარგებლოდ.”

რადიო ჰერთმა “ქართული ოცნების” ოფისში საჯარო მოხელებების შეკრების ფარული ვიდეო 8 ივლისს გაავრცელა.

საგარეჯოში კი „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე განხორციელდა ზეწოლა მმართველი პარტიის
მხრიდან, კერძოდ, მიანიშნეს, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო მონიტორინგისას, „მშვიდად იყოს და ბევრი არ
იაქტიუროს”.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია

მსგავსი პოსტები

Back to top button