მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხი უკვე მეორედ დაისეტყვა

ცოტა ხნის წინ, ლაგოდეხი მეორედ დაისეტყვა. სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა და სოფლები, გიორგეთი, კაკლიანი და ბაღდათი დააზარალა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სეტყვამ კვლავ სასოფლო- სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

სპეციალური ჯგუფი დაზარალებულ სოფლებში ვითარებას ადგილზე შეისწავლის.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 29 აპრილსაც დაისეტყვა.სტიქიამ რამდენიმე სოფელში ნათესები, ვენახები სათბურები და ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. სოფელ კაბაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button