მნიშვნელოვანიმოზაიკარეგიონისაქართველოსიახლეები

ლაგოდეხი უცხოელი ბლოგერების პრეს-ტურს მასპინძლობს

საქართველოში მცხოვრები უცხოელი ბლოგერების პრეს-ტური ლაგოდეხში 20-25 ივნისის ჩათვლით გაიმართება – ამის შესახებ რადიო ჰერეთს კახეთის რეგიონის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია „ვიზით კახეთი“-დან აცნობეს.

ორგანიზატორების თქმით, პრეს-ტური ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.

ერთ-ერთი ორგანიზატორის კრისტიანა გრიგორიანის თქმით, პრეს-ტურის განმავლობაში ბლოგერებისთვის საინტერესო აქტივობებია დაგეგმილი.

“ისინი მოინახულებენ სხვადასხვა ტურისტულ ობიექტს და შემდგომ მათთვის 4 დღიანი ლაშქრობა მოეწყობა თვალწარმტაცი შავი კლდეების ტბაზე. ტურის განმავლობაში ბლოგერები საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით გააშუქებენ ლაშქრობას და თავიანთ გამომწერებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას ლაგოდეხის და ადგილობრივი ღირშესანიშნაობების შესახებ”

ასეთივე ტიპის და მიზნების ტური 2020 წლის აგვისტოშიც მოეწყო ქართველი მოგზაური ბლოგერებისთვის.

ტური თავისი შინაარსით და ორგანიზების მაღალი ხარისხით მოხვდა Welcome to Georgia-ს ნომინაციაში „საუკეთესო PR კამპანია შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად“ ფინალში.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, 2021 წლის პრეს-ტურის მიზანი უფრო მასშტაბურია და შიდა და საერთაშორისო ტურზისტულ ბაზარზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და მისი ტურისტული პოტენციალის ცნობადობის გაზრდას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ასევე:

“Visit Kakheti” ლაგოდეხში პრეს-ტურსს მასპინძლობს

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button