ლაგოდეხიდან გაუჩინარებულთა სამძებრო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს

კვლავ დაკარგულებად ითვლებიან ლაგოდეხიდან გაუჩინარებული ახალგაზრდები. დაკარგულთა ოჯახების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ ეტაპზე აღარ მიმდინარეობს.

4 მამაკაცი ტყეში სანადიროდ 28 დეკემბერს წავიდა. ერთი მათგანი გიორგი თურქაძე სახლში სამი დღის შემდეგ დაბუნდა. დავით და ავთო სამხარაძეები და ლევან ჯალალოვი კიმას შემდეგ აღარავის უნახავს.

გაუჩინარებიდან 10 დღის შემდეგ, გავრცელდა ცნობა, რომ ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონების მცხოვრებლები დაღესტანში იყვნენ დაკავებულები, რასაც ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურიაც ადასტურებდა, თუმცა, მოგვიანებით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდა.

ამის შემდეგ დაკარგულთა ახლობლებმა რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა მას მერე რაც ოჯახებს შს სამინისტროს თანამშრომლები შეხვდნენ, აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

შს მინისტრის მოადგილეებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაღესტანში დაკავებულები დაკარგული მონადირეები არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button