“ლაგოდეხის ბარის ტყეებს ირემი დაუბრუნდა” [Photo]

მრავალი წლის შემდეგ პირველად დღეს რეინჯერების და ვიზიტორების მიერ ირმის რამდენიმე ჯგუფი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების „ბარის“ ტყეებში დაფიქსირდა. ასევე მათი აღბეჭდა მოხდა ფოტომახის მიერ – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან აცნობეს.

“შეგახსენებთ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ბრაკონიერობის გამო ირემი საგრძნობლად შემცირდა დიდ და მცირე კავკასიონზე. ამჟამად ირემი შემორჩენილია მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ – ხარაგაულის ეროვნულ პარკში, გარდაბნის აღკვეთილში და ბოლო მონაცემებით ირემის არსებობა დასტურდება თუშეთის ეროვნულ პარკში”, – განაცხადეს ადმინისტრაციაში.

ირემი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში კრიტიკულად საფრთხეში მყოფის სტატუსით და მას განსაკუთრებული დაცვა და მზრუნველობა ესაჭიროება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32597″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button