მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ქარისგან მოგლეჯილი ხე ვიზიტორთა ცენტრის შენობას დაეცა

სტიქია კახეთში -დაზარალებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტი.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ქარისგან მოგლეჯილი ხე ვიზიტორთა ცენტრის შენობას დაეცა.

ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხე მოგლიჯა და შენობის ერთი მხარე დააზიანა.

დაცული ტერიტორიების მენეჯერის, გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, შენობის სახურავის ნაწილი მთლინად ჩამონგრეულია და დაზიანებულია ინვენტარი.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, საქობში, ცოდნისკარში და მაწიმში, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, რამდენიმე ადგილას გადახდილია სახურავები.

ძლიერი წვიმის და ქარის გამო დაგლეჯილი ხეები, ლაგოდეხში, საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე სატვირთო ავტომობილებს დაეცა.

უამინდობამ დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი სანიორეც. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები.

წყალდიდობის შედეგად, დაზარალებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გავაზიც, სადაც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button