მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ლაგოდეხის დისტანცირებული სკოლები მუშაობას 30 აპრილს განაახლებენ
ლაგოდეხში, დისტანცირებული საჯარო სკოლების გახსნის თარიღმა 30 აპრილამდე გადაიწია.დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაც.
რეკომენდაცია ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა გასცა. კოვიდინფექცია სკოლის რამდენიმე მოსწავლეს და მათ მშობლებს დაუდასტურდათ.
საგანმაათლებლო რესურსცენტრის ლაგოდეხის რაიონული განყოფილების მენეჯერი მანანა ჩიკვაიძე რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში, ონლაინ სწავლებაზე გადასული 4-ვე სკოლის საგაკვეთილო პროცესის საკლასო ოთახებში ჩატარების თარიღი 30 აპრილამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ რეკომენდაციების მიხედვით, ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლა 20 აპრილს უნდა გახსილიყო, 1-ლი საჯარო სკოლა კი – 24 აპრილს. მიზეზი, მუნიციპალიტეტში არსებული რთული ეპიდვითარებაა.