ლაგოდეხის გამგეობა საავადმყოფოს შენობების რაიონისთვის გადაცემას ითხოვს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილით მიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლება ლაგოდეხში მდებარე ძველი პოლიკლინიკისა და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას ითხოვს.
წერილში საუბარია “არქიმედეს კლინიკის” ფართის სიმცირეზე. აქედან გამომდინარე თვითმმართველობა აღნიშნულ ფართში სამედიცინო მომსახურების და სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავს.
შეგასსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ლაგოდეხში მდებარე ძველი საავადმყოფოს შენობების ნაწილი 203 ათას ლარად კერძო მესაკურეზე, მანანა გოგაშვილზე 7 აპრილს გაასხვისა.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”5080″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]